2019-07-18 20:01:32
„რუსთავი 2“-ის ადგილას მორიგი „ბიძინვიზია“ გაჩნდება - გოცირიძე

„სულ მალე მის ადგილას მორიგი „ბიძინვიზია“ გაჩნდება - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით შორს არ არის ის დრო, როცა რუსთავი 2 აუცილებლად დაუბრუნდება მის კანონიერ მფლობელებს.

„სულ მალე მის ადგილას მორიგი „ბიძინვიზია“ გაჩნდება. „რუსთავის 2-ის“ ჟურნალისტები და მთელი კოლექტივი არის ევროპული ყაიდის პროფესიონალთა გუნდი. დიდი საცოდაობაა, რომ ასეთი ადამიანური სიმდიდრე ერთი ხელის დაკვრით მოშალო. ციფრულ დროში ვცხოვრობთ და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სულ მალე ვიხილავთ ამ ადამიანებს ახალ ეკრანებზე. ივანიშვილისთვის კი ეს ნამდვილად არის პიროსის გამარჯვება, ისეთი გამარჯვება, რომელიც დამარცხების ტოლფასია. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, ის აუცილებლად დაუბრუნდება მის კანონიერ მფლობელებს მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი სასამართლო. ეს დრო კი შორს არა არის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე