შემთხვევით არ მაცვია კამუფლაჟი, სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება ჩვენ ვიომებთ - განცხადება „რუსთავი 2“-ის გერენალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე. მისი თქმით, პოსტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუკი ამას სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლები ჩათვლიან საჭიროდ. მანამდე, ნიკა გვარამიას თქმით, ის არ აპირებს დატოვოს კომპანია და ის ბიძინა ივანიშვილს გადასცეს.
„მე არ ვაპირებ „რუსთავი 2“-ს ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას, ქიბარ ხალვაშს საერთოდ არ განვიხილავ აქტორად. მოწინაღმდეგე „რუსთავი 2“-ს, ჩემი, ჩემი კოლექტივის, ჩემი კოლექტივის სარედაქციო დამოუკიდებლობის, ჩემი უმაღლესი კვალიფიკაციის, დასავალურ ფასეულობაზე მომუშავე ჟურნალისტების და ყველა დანარჩენის, ვინც ამ კომპანიაშია, არ ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილისთვის უფლების მიცემას, რომ ეს ყველაფერი გასრისოს ერთ დღეში. არც შემთხვევით არ მაცვია კამუფლაჟი, სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება ჩვენ ვიომებთ და ჩვენ ეს შეგვიძლია, აქამდე ყოველშემთვევაში ბევრჯერ დავამტკიცეთ და იმედი გვაქვს, რომ მარტო ამ ომში არ ვიქნებით“, - დასძინა ბრიფინგის ბოლოს ნიკა გვარამიამ.