2019-07-12 17:26:10
მოლდოვის პრემიერი მიხეილ სააკაშვილს რეფორმების გატარებაში დახმარებას სთხოვს

„რია ნოვოსტის“ ცნობით, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ საქართველოს ექს-პრეზიდენტს და ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა. 
„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სააკაშვილის მმართველობის პერიოდის სპეციალისტებთან. ჩვენ ვამუშავებთ იუსტიციის სისტემის რეფორმირების პროექტებს. ბატონი სააკაშვილი ახლა მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში უკრაინაში და ძალიან დაკავებულია, მაგრამ აგვისტოს ბოლომდე ჩვენ გვექნება საუბარი ამ თემაზე“, - განაცხადა მაია სანდუმ გამოცემა „Cotidianul“-თან საუბარში.  
მიხეილ სააკაშვილმა ადრე გამოხატა მხარდაჭერა სანდუს მთავრობის მიმართ და განაცხადა, რომ მზად არის დახმარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.   

ამავე თემაზე