2019-07-11 22:35:24
ვინ გაწვდით ინფორმაციას, მას ტყვია საერთოდ არ აქვს მოხვედრილი - შს მინისტრი დავით გრიგორიანზე

ვინ გაწვდით ამ ინფორმაციას, მას ტყვია საერთოდ არ აქვს მოხვედრილი - თქვა გიორგი გახარიამ გადაცემა რეაქციაში, ტვ პირველის ეთერში.

"ვინ გაწვდით ამ ინფორმაციას, მას ტყვია საერთოდ არ აქვს მოხვედრილი. მას არ აქვს დაზიანება ნასროლი ტყვიით. დავით გრიგორიანს ტყვიით მიყენებული დაზიანება არ აქვს. როცა ვიღაც საუბრობს დათვის და კიდევ რაღაც ტყვიებზე, ეს არის სიცრუე. ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. "გრიგორიანმა როდის, სად და რა პირობებში მიიღო ეს დაზიანება, არის გამოძიების საგანი", - თქვა გიორგი გახარიამ გადაცემა რეაქციაში, ტვ პირველის ეთერში. მისი თქმით, გრიგორიანი კომაში თავში ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმის გამო ჩავარდა.

20 ივნისს პარლამენტის წინ აქციის ძალადობრივი დარბევის დროს დაშავებული 46 წლის დავით გრიგორიანი 10 დღის განმავლობაში მართვით აპარატზე იყო შეერთებული. ის მართვითი სუნთქვის აპარატიდან 30 ივნისს მოხსნეს.

ინტერვიუში გახარიამ არაერთხელ გაიმეორა, რომ გავრილოვის ღამეს გამოყენებული ტყვიები არალეტალურია, თუმცა, 20 ივნისის აქციის დაშლისას არაერთ ადამიანი დაშავდა, მათ შორის 38 ჟურნალისტი, 80 პოლიციელი, ასევე, 2-მა ადამიანმა დაკარგა თვალი, 2 ადამიანი იყო კომაში, ათობით ადამიანს დასჭირდა ოპერაცია სხეულიდან ტყვიების ამოსაღებად. 

ამავე თემაზე