2019-07-11 20:13:49
„გახარია წადი“ - შს მინისტრს, "ტვ პირველის" შენობასთან შეძახილებით დახვდნენ

„გახარია წადი“ - ამ შეძახილებით შინაგან საქმეთა მინისტრს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ შენობასთან დახვდნენ. ანტიოკუპაციური აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები, რომლებიც გიორგი გახარიას გადადგომას უკვე 22 დღეა ითხოვენ, ტელეკომპანიასთან მივიდნენ. 

გავრილოვის სისხლიანი ღამესა და დამიზნებით ნასროლ ტყვიებზე შს მინისტრი ღია ეთერში დღეს პირველად ისაუბრებს.

ტვ "პირველთან" იმყოფებიან სამართალდამცველები. ადგილზე პოლიციელთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ვითარებას პირადად აკონტროლებს საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე, ვაჟა სირაძე. 

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ერთგვარი ბარიერი გააკეთეს. 

ამავე თემაზე