2019-07-11 19:20:42
"ეს არის უსერიოზულესი პოლიტიკური გამოცდა პარლამენტისთვის" - ეკა ბესელია მოსამართლეების შერჩევაზე

ეს არის უსერიოზულესი პოლიტიკური გამოცდა პარლამენტისთვის - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. ბესელია, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან, საბჭოს მოსამართლე წევრების მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს იზიარებს.

„რა თქმა უნდა მაქვს განცდა, რომ ახლა წინასწარ არის შეთანხმებული იუსტიციის საბჭოს შორის ვის უნდა მისცენ ხმა და ვის არა. მაგრამ აქ არის ერთი მთავარი რამ, პარლამენტი. პარლამენტს აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ ის იქნება ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებელი ნებისმიერი იმ გადაწყვეტილების, რომელიც ეხება თითოეული მოსამართლის არჩევას და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ ის იქნება იუსტიციის საბჭოში არსებული კლანის ფილიალი. ეს არის უსერიოზულესი პოლიტიკური გამოცდა პარლამენტისთვის და ყველას უნდა ესმოდეს რომ ეს ქვეყნის მომავალს ეხება,“-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებენ, რომ პროცედურა სერიოზული დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. ადგილი აქვს ნეპოტიზმს, რადგან სია ძირითადად საბჭოს მოსამართლე წევრების ნათესავებით არის დაკომპლექტებული და ყველაზე დიდი მხარდაჭერაც სწორედ მათ აქვთ. ჯანეზაშვილი და დოლიძე დარწმუნებულები არიან, რომ პროცესში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი აქტიურად ერევა და ცდილობს ოცივე კანდიდატი მათთან დაახლოებული პირი იყოს.

ამავე თემაზე