2019-07-11 18:09:47
შს მინისტრი ბათუმის კონფერენციიდან მოხსნეს

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმის კონფერენციის დღის წესრიგიდან მოხსნეს. რუსთავი2-ის ინფომრაციით,  პროგრამის პირველად ვარიანტში ეწერა, რომ გიორგი გახარია დღეს სიტყვით უნდა გამოსულიყო და დისკუსიის რეჟიმში კონფერენციის ქართველი და უცხოელი სტუმრების კითხვებზე ეპასუხა.

გიორგი გახარიას შავი ზღვის უსაფრთხოებაზე უნდა ესაუბრა. თუმცა, მოულოდნელად, პროგრამაში ცვლილება შევიდა და გახარია კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჩაანაცვლა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შს მინისტრი ლევან იზორიათი ჩანაცვლების შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

„პროგრამები, რომელიც მე მაქვს ნანახი, არ იყო და არ ვიცი, მართალი გითხრათ... არ ვიცი, თუ არ ჩამოვიდა, რატომ არ ჩამოვიდა,“ - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი.

ამავე თემაზე