2019-07-11 13:08:48
მიხეილ კალანდიას ადვოკატი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს

საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომა დახურულია. სხდომას ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა და მსჯელობა მიდის იმაზე, უნდა გადაეცეს თუ არა საქმე არსებითი განხილვისას სხვა მოსამართლეს და თუ გადაეცემა, რა მტკიცებულებებით. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ საქმეში ძველ მტკიცებულებებთან ერთად, წარმოდგენილია ახალი მტკიცებულებებიც.  დაცვის მხარე დღეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს.  ადვოკატის თქმით, მიხელ კალანდიას პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობს. ანა კოტეტიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

„დღეის მოცემულობით, რაც საბოლოოდ გავცვალეთ ბრალდების და დაცვის მხარემ მტკიცებულებები ახალი ამ ეტაპზეც არაფერი არ არის. უბრალოდ ახლიდან არის გამოკითხული რამდენიმე მოწმე, რომელიც ახალს ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერს არ ამბობს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა დაცვის მხარეს აქვს მოტივირებული პოზიცია, თუ რატომ უნდა შეიცვალოს გამოყენებული პატიმრობა,“-განაცხადა ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა.   

ამავე თემაზე