2019-07-11 11:25:08
კალანდია მეზვრიშვილისგან ბოდიშს ითხოვს

მიხეილ კალანდიას ოჯახი შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილისგან ბოდიშის მოხდა ითხოვს. ლუკა კალანდიას თქმით, მეზვრიშვილის განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც მიხეილ კალანდიას მიმალვაზე საუბრობდა, სასამართლო არ ცვლის აღკვეთის ღონისძიებას და მისი ძმა პატიმრობაში რჩება. კალანდია ამბობს, რომ დაკავების დღეს მიხეილ კალანდია მიმალვას არ ცდილობდა და სასამართლოში მიდიოდა.

"თითოეულ სხდომაზე ჩვენ ველოდებით, რომ მიხეილი გამოვა გარეთ, ამიტომ დღესაც ეს მოლოდინი გვაქვს. მინდა მივმართო ნათია მეზვრიშვილს - მე მინდა, რომ მან მოიხადოს ბოდიში საჯაროდ იმ ცრუ განცხადებისთვის, რაც მან გააკეთა, რადგან მინისტრის მოადგილის რანგის ადამიანი არ უნდა აკეთებდეს არაკომპეტენტურ განცხადებას, რომელიც შემდგომ ჩემს ძმას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხში ხელს უშლის. ვგულისხმობ იმ განცხადებას, რომ მიხეილი ქალაქიდან გარბოდა. სინამდვილეში სასამართლოზე მოვდიოდით, ამის ცნობაც არსებობს, მტკიცებულებებიც. ამიტომ მოვითხოვ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და გააკეთოს განცხადება, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ან ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, თქვას რა და როგორ იყო და შემდეგ ვილაპარაკოთ დანარჩენზე. როდესაც მოსამართლე მსჯელობს აღკვეთის შეცვლაზე და ასაბუთებს იმით, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე, როცა წელიწადნახევარი ბავში აქ იყო, ქალაქში, არსად გადიოდა და ყველა პროცესზე ცხადდებოდა, რამ გამოიწვია ეს მიმალვის საფრთხე, ჩნდება ლოგიკური კითხვა?!", - განაცხადა ლუკა კალანდიამ.  

ამავე თემაზე