2019-07-11 10:55:13
"ყველაფერი გამიგია, მაგრამ რევოლუციის მოსაწყობად კაცი საშვს იღებდეს, არ გამიგია" - ხუხაშვილი

"ყველაფერი გამიგია, მაგრამ რევოლუციის მოსაწყობად კაცი საშვს იღებდეს, არ გამიგია"-  ეს განცხადება, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გააკეთა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი შსს მინისტრის გიორგი გახარიას მიერ 20 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის მიზეზებსა და არგუმენტებს არა დამაჯერებელს და ღიმილის მომგვრელს უწოდებს, შსს მინისტრმა ექსპერტებთან დახურულ შეხვედრაზე თქვა, რომ იგეგმებოდა ე.წ საშვების რევოლუცია არგუმენტად კი ოპოზიციის მიერ საკანონმდებლო ორგანოში საშვების დაშვების გაზრდილი რაოდენობა დაასახელა. როგორც ექსპერტები ამბობენ გახარიას მტკიცებით ეს იყო, ერთ ერთ გეგმა პარლამენტის ასაღებად. გია ხუხაშვილი ამბობს: "ყველაფერი გამიგია, მაგრამ რევოლუციის მოსაწყობად კაცი საშვს იღებდეს, არ გამიგია"

ამავე თემაზე