2019-07-11 10:26:43
დავით სარალიძის მკვლელობის საქმე - დღეს მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართება

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიასთვის პატიმრობის გირაოდ შეცვლას მოითხოვს დღეს მისი ადვოკატი. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებას არ აქვს მტკიცებულებები, რის საფუძველზეც კალანდია პატიმრობაში უნდა დარჩეს, ამიტომ მოითხოვენ აღკვეთის შეცვლას. 

"საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ნამდვილად არ იძლევა იმის ვარაუდს, რომ სასამართლომ არ შეცვალოს აღკვეთის ღონისძიება იმიტომ, რომ მოპოვებული მტკიცებულება ჯერ კიდევ 2017 წლის საქმიდან გამომდინარეა,"-აცხაცდებს მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ანა კოტეტიშვილი.

ამავე თემაზე