2019-07-11 10:22:58
სია მოსამართლე წევრების ნათესავებით არის დაკომპლექტებული - ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცესის შეჩერებას ითხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცესის შეჩერებას ითხოვენ. 

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა სერიოზული დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. საქმე ეხება ნეპოტიზმს. ჯანეზაშვილი ამტკიცებს, რომ სია ძირითადად საბჭოს მოსამართლე წევრების ნათესავებით არის დაკომპლექტებული და ყველაზე დიდი მხარდაჭერაც სწორედ მათ აქვთ. მისივე თქმით, მურუსიძე - ჩინჩალაძის კლანი აქტიურად ერევა პროცესში და ცდილობს, 20-ივე კანდიდატი მათთან დაახლოებული პირი იყოს.

"ირაკლი შენგელიას ცოლის ძმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ცოლის ძმა მონაწილეობს ამ კონკურსში და შენგელიას აცილების საკითხი არ დაუყენებია, ანუ მან თავის ცოლის ძმასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო. ასეთივე შემთხვევა დაფიქსირდა თამარ ონიანთან მიმართებაში მან თავის მაზლის კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, ამიტომ ეს პრობლემები არის ძალიან სერიოზული. ჩვენ საქმე გვაქვს ერთგვარ მაფიასთან, ვის ხელშიც არის დღეისათვის სასამართლო სისტემა, რომლებიც მოქმედებენ იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რასაც ხელმძღვანელობს მიხეილ ჩინჩალაძე,"-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

ამავე თემაზე