2019-07-11 10:03:26
საბოლოო მიზანი არის მკაფიოდ გაცხადებული, ეს არის ევროკავშირში წევრობა - დავით ზალკალიანი

საბოლოო მიზანი არის მკაფიოდ გაცხადებული, ეს არის ევროკავშირში წევრობა - ეს განცხადება, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა. მინისტრი ბათუმში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" ოფიციალურად გაიხსნა. 

მისი თქმით, კონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე. მისი განცხადებით, საბოლოო მიზანი არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.

„საქართველო, რომელიც ყველას მხრიდან აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა, როგორც წამყვანი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ენერგოთანამეგობრობაში გაერთიანება, სხვადასხვა ფორმატის დაფუძნება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის იქნა შემოღებული, უსაფრთხოების დიალოგი, სწორედ ეს არის ის მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, მაგრამ ასევე ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე. ჩვენ გვაქს ხედვა, საითკენ უნდა წავიდეთ, როგორ უნდა მოვამზადოთ ფუნქციურად ქვეყანა საბოლოო მიზნისთვის, საბოლოო მიზანი არის მკაფიოდ გაცხადებული - ეს არის ევროკავშირში წევრობა,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამავე თემაზე