2019-07-10 15:20:37
"ჩვენ ახლის გამოგონებას არ ვაპირებთ, გვინდა საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ დედაქალაქში" - კალაძე ტაქსების რეფორმაზე

ჩვენ ახლის გამოგონებას არ ვაპირებთ, გვინდა საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ დედაქალაქში - ეს განცხადება თბილისის მერმა, საფრანგეთში გამართული ვიზიტის შემდეგ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ვნახეთ, თუ როგორ მუშაობს ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებები თუ როგორაა დაგეგმილი. შემიძლია გითხრათ გულწრფელად, რომ ის რაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი და გაჟღერებული, აბსოლუტურად სწორი ხედვაა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა. ამაში კიდევ
ერთხელ დავრწმუნდი. ზუსტად იგივე მიდგომები და დამოკიდებულებაა."- აცხადებს თბილისის მერი.

კალაძე ამბობს, რომ თბილისის მერია "ახლის გამოგონებას არ აპირებს" და ცდილობს, პოლიტიკა ევროპული ქალაქების მაგალითზე შეიმუშავოს:"ზოგადად, პარიზი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების თვალსაზრისითერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში სხვადასხვა ევროპულ ქალაქებთან ერთად. რათქმა უნდა, ჩვენ ახლის გამოგონებას არ ვაპირებთ. გვინდა, საუკეთესომაგალითები გადმოვიტანოთ დედაქალაქში, როგორც ეს განვითარებულქალაქებშია."

კალაძის თქმით, დღეიდან ტაქსის მძღოლები შეძლებენ, იუსტიციის სახლში მიიღონ A და B კატეგორიის ლიცენზიები. მან მძღოლებს შეახსენა, რომ ლიცენზიის მფლობელი ტაქსის მძღოლებისთვის ფირის გადაკვრის, გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები 10 აგვისტომდე გაიცემა, მათი განაღდება კი 1 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი.

2018 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი ტაქსების ლიცენზირების შესახებ. ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100, ჰიბრიდებისთვის კი - 50 ლარია. ელექტროავტომობილის შემთხვევაში ლიცენზია უფასოა. ულიცენზიოდ გადაადგილების შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დააჯარიმებენ. გარდა ამისა, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალდება, დარეგულირდება მანქანის ფერიც - A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლები ვალდებულები არიან, ტაქსები თეთრად გადაღებონ. ეს მათთვის უფასოა და რეკლამის განთავსების სანაცვლოდ კეთდება. "თეთრ ტაქსებს" საჩუქრად გადაეცემათ მანათობელი წარწერით "TAXI თბილისი" - წითელი ფერის განათება იქნება იმ შემთხვევაში, როცა ტაქსი დაკავებულია, ხოლო თეთრი - როცა მანქანა თავისუფალია.

 

ამავე თემაზე