2019-07-10 13:12:18
სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის ახლობელის, გიორგი ოლქიევის გამოკითხვა მიმდინარეობს

სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის ახლობელის, გიორგი ოლქიევის გამოკითხვა მიმდინარეობს. ის უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. როგორც მან სუს-ში შესვლამდე განაცხადა, გამოკითხვაზე მოწმის სახით არის დაბარებული, თუმცა კონკრეტულად რომელ სისხლის სამართლის საქმეზე დაიბარეს, ინფორმაცია არ აქვს. 

„მალხაზ მაჩალიკაშვილის ირგვლივ, რაც ხდება, სავარაუდოდ, მაგასთან დაკავშირებით ვარ დაბარებული, მეტი დეტალები ჩემთვის უცნობია. შევალ ამ უწყებაში, რომელსაც მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ, ამ უწყებას არ ვენდობი და არც არასდროს ვენდობი. ამათ თავში რა ტრიალებს, რა აზრები ტრიალებს, არ ვიცი. სად აქვთ ჩანაწერები გაკეთებული, არ ვიცი, როდის აქვთ გაკეთებული ჩანაწერები, არ ვიცი. არასდროს არ ყოფილა ასეთი საუბარი ჩემი თანდასწრებით, მით უმეტეს იქ ქისტურ ენაზეა საუბარი, მე ეგ ენა არ ვიცი,“ - განაცხადა გიორგი ოლქიევმა.  

ამავე თემაზე