2019-07-10 12:59:59
გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა - უგულავას ადვოკატი

გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ადვოკატმა ალექსანდრე მგელაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მგელაძის განცხადებით, შესაძლოა უგულავას მოწმის სტატუსი შეეცვალოს. 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა სრულყოფილი და ამომწურავი ჩვენება მისცა ყველა დასმულ კითხვასთან დაკავშირებით. გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა. უფრო მეტსაც მოგახსენებთ, როცა მოსამართლემ თავიდან განმარტება გააკეთა, გვითხრა, რომ დაკითხვა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლთან დაკავშირებით მიმდინარეობდა", - განაცხადა მგელაძემ.

ის გამორიცხავს, რომ უგულავას, შესაძლოა, მოწმის სტატუსი შეეცვალოს.

„იმ ვითარებაში, რაც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნულის გამორიცხვა ნამდვილად შემიძლია. თუმცა, ხელისუფლება რას მოიმოქმედებს, ამის თქმას ვერ შევძლებ", - განაცხადა მგელაძემ.

ამავე თემაზე