2019-07-10 10:30:16
უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. მას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ორგანიზების ან მონაწილეობის საქმეზე მაგისტრ მოსამართლესთან ერთად შეკითხვებს დაუსვამენ.

„იმ პირობებში, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ გამოძიებას 20 ივნისის „გავრილოვის ღამის“ გახარია ბარონ მიუნჰაუზენივით აპირებს თავის თავის ქეჩოზე მოკიდებით აპირებს, რომ ჭაობიდან ამოიყვანოს რეალურად არ აპირებს გასცეს პასუხი ვინ გასცა ბრძანება ამ სისხლიან დარბევაზე, ვინ ესროლა თუნდაც მაკო გომურს და თუნდაც დანარჩენ მოქალაქეებს, რომლებმაც მზერა დაკარგეს და სიცოცხლისთვის იბრძვიან. გამოსაძიებელია რატომ მოხდა ისე, რომ თვითონ გახარიას ინიციატივით უნდა გამართულიყო შეხვედრა და ყველა წინაპირობა იყო განმუხტულიყო სიტუაცია და მოლაპარაკების ნაცვლად მივიღეთ გაზის ტყვიების დაშენა მომიტინგეების მისამართით. ეს არის ის თემები,რომლებიც აუცილებლად უნდა დამაგრდეს სამართლებრივად, იმისათვის, რომ ხვალ როდესაც მეტ-ნაკლებად იქნება შესაბამისი სიტუაცია თავისუფალი გამოძიების ამ კითხვებზე გაეცეს პასუხი,“-ამბობს გიგი უგულავა.

ამავე თემაზე