2019-07-09 16:54:32
"ადამიანები, რომლებსაც სურთ თანხების გადმოგზავნა საქართველოში, ამისთვის სხვა გზებსაც იპოვიან " - ფადი ასლი

ადამიანები, რომლებსაც სურთ თანხების გადმოგზავნა საქართველოში, ამისთვის სხვა გზებსაც იპოვიან - ეს განცხადება საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ გააკეთა. მისი განცხადებით ტურისტული სანქციები დიდად არ დაგვაზარალებს, გარდა იმ კომპანიებისა, რომლებიც უშუალოდ არიან მასზე დამოკიდებული

"ადამიანები, რომლებსაც სურთ თანხების გადმოგზავნა საქართველოში, ამისთვის სხვა გზებსაც იპოვიან. დიახ, ეს თავისტკივილი იქნება მათთვის, თუმცა ეს ფული მაინც მოხვდება საქართველოში სხვა გზებით. ამავე გზაზე გავიარეთ 2005 წელს, მაშინ ქართული ეკონომიკა რუსეთზე უფრო დამოკიდებული იყო, ვიდრე ახლა ვართ. დიახ, ამას ექნება გავლენა ეკონომიკაზე, თუმცა ეს ძალიან არ დაგვაზარალებს. ალბათ რამდენიმე წელი დასჭირდება, რომ ეკონომიკამ სრული რეაბილიტაცია მოხადინოს. მგონია, რუსული ბაზარი ისევ ღია უნდა დარჩეს, მაგრამ ბიზნესმა უნდა გაათვიცნობიეროს, რომ მასზე დაყრდნობა არ შეიძლება. შეიძლება, სხვა სანქციებიც იყოს მოსალოდნელი, თუმცა ვფიქრობ, ტურისტული სანქციები დიდად არ დაგვაზარალებს, გარდა იმ კომპანიებისა, რომლებიც უშუალოდ არიან მასზე დამოკიდებული. რაც შეეხება ღვინოს, ეს ბაზარი არ არის მკვეთრად დამოკიდებული რუსეთზე. ჩვენ ადრე გადავრჩით და ახლაც გადავრჩებით", - აცხადებს ფადი ასლი.

ამავე თემაზე