2019-07-09 16:35:01
შევისყიდოთ რუსთავი 2 და სახელიც შევუცვალოთ "ბაგრატიონი 1" დავარქვათ - ოლეგ ნილოვი

შევისყიდოთ რუსთავი 2 და სახელიც შევუცვალოთ "ბაგრატიონი 1" დავარქვათ - ეს განცხადება, რუსეთის დუმის დეპუტატმა, ფრაქცია "სამართლიანი რუსეთის" წევრმა ოლეგ ნილოვმა, სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"ვლიაჩესლავ ვიქტოროვიჩ (დუმის სპიკერი) მე გთავაზობთ არ გავჩერდეთ ეკონომიკურ სანქციებზე. რატომ არ შეიძლება მედიასივრცეში გავცეთ საკადრისი პასუხი? აი ეს არხი, რუსთავი 2, მოდი შევხედოთ, იქნებ არის შესაძლებელი რუსეთში მცხოვრები ქართველი დიასპორის დახმარებით მისი შეძენა თავისივე "დამპალი შიგთავსით" და რა თქმა უნდა გადავუკეთოთ სახელიც და დავარქვათ მაგალითად ბაგრატიონი 1,"- ამბობს ნილოვი. 

 

ამავე თემაზე