2019-07-09 13:25:57
ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა. ლარი დოლართან მიმართებაში დღეს რამდენიმე პუნქტით დაეცა. 1 დოლარის ღირებულება სავალუტო ჯუხურებში 2.90 ლარია. მაშინ როდესაც ერთი დოლარის ღირებულება დღეს დილით, 2.83 ლარი იყო.

გაცილებით მაღალია კურსი კომერციულ ბანკებში. თიბისი ბანკი ერთ დოლარს 2.95 ლარად ყიდის. საქართველოს ბანკში კი 1 დოლარი, 2.92 ლარია.

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს, 2.8320 ლარია.

ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

ამავე თემაზე