2019-07-09 10:52:59
შსს - ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეზე თავდასხმის ჩამდენი პირი დადგენილია

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეზე თავდასხმის ჩამდენი პირი დადგენილია და გამოძიება ძალადობის ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. შსს-ში ამბობენ, რომ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას სასწრაფო დახმარების ბრიგადის დახმარება დასჭირდა. მას დაზიანებები თავის არეში აღენიშნება. თავად დაზარელებულის განმარტებით, მასთან უცნობი პირი მივიდა და თავში რაღაც საგანი ჩაარტყა. დაზარალებულის დის ცნობით კი, მის ძმას თავში ქამარი ჩაარტყეს.

 

 

ამავე თემაზე