2019-07-08 17:43:58
ფინანსთა მინისტრი ე.წ. ოქროს სიის აღდგენას არ გეგმავს

ე.წ. ოქროს სიის გაუქმება სასტარტო პირობებს ყველასთვის ათანაბრებს - ეს განცხადება, ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. მაჭავარიანი ამბობს, რომ ე.წ. ოქროს სიის აღდგენას არ გეგმავს. 

ე.წ. ოქროს სიაში შემავალი კომპანიები იმპორტის გადასახადს ხუთდღიანი ვადის ნაცვლად, 30 დღის ვადაში იხდიდნენ.

„ე.წ. ოქროს სია ეხებოდა 217 კომპანიას. 50 ათას კომპანია ვერ იყენებდა ამ შეღავათს. ეს არის სწორ ჩარჩოში მოქცევა და ყველასთვის სასტარტო პირობების გათანაბრება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ამავე თემაზე