2019-07-05 22:32:39
"ოცნების" პიარსტრატეგი მოშე კლუგჰაფტი თბილისშია

ცნობილი ებრაელი პოლიტტექნოლოგი მოშე კლუგჰაფტი ,რომელიც ქართული ოცნების პიარ-სტრატეგი თბილსში იმყოფება. გამოცემა სოვა- ს ინფორმციით სოციალურ ქსელ ფეისბუქში კლუგჰაფტის და საკონსულტაციო კომპანია Sefi Shaked and Partners -ხელმძღვანელის სეფი შაკედის ფოტო გავრცელდა ,რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ რესტორან „ქეთო და კოტეშია“ გადაღებული. სეფი შაკედის კომპანია პიარით ,ციფრული მონიტორინგით, ბრენდინგით და სტარტეგიული პროგრამების განხორცილებით არის დაკავებული . Sefi Shaked and Partners-ის მიერ დამზადებული რამდენიმე სარეკლამო კლიპი ისრაელში რამდენჯერმე გახდა სკანდალის მიზეზი მათ შორის ერთ-ერთია ხამასის ლიდერის ლიკვიდაციის კომედიურო ვიდერგოლი . რაც შეეხება მოშე კლუგჰაფტს ის ქართული ოცნების პიარ-კონსულტანტია . კლუგჰაფტი პარტიას განსაკუთრებულად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ეხმარებოდა .გავრცელებული იფორმაციით სწორედ კლუგჰაფტის იდეა იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებული სკანდალური ბანერები და აგრესიული პიარკამპანია . აღსანიშნავია ,რომ მოშე კლუგჰაფტი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზეც იმყოფებოდა .

უცნობია უკავშირდება თუ არა მოშე კლუგჰაფტის თბილისში ცამოსვლა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზის. 

ამავე თემაზე