2019-07-05 19:35:42
ზურაბ ბუდაღაშვილი ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ განცხადება, ბუდაღაშვილის დედამ გააკეთა. მაგული გობეჯიშვილის განცხადებით, მისი შვილი ამ ეტაპზე უარს ამბობს ადვოკატის აყვანაზე, თუმცა მიუხედავად ამისა, ოჯახი ეცდება ინტერესების დამცველის მომსახურებით ისარგებლოს დაკავებულმა.

ბუდაღაშვილი და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებული კიდევ სამი პირი პოლიციის მთავარ სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან დაკავებულების ცოტნე სოსელიასა და ბესიკ თამლიანის ადვოკატებიც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირი გუშინ დააკავა.

ამავე თემაზე