2019-07-05 18:17:31
ამბოხი არ შეიძლება გახადო დასაცინი საქმე - ჭიჭინაძე გამოძიების დაწყებაზე 

"ქართული ოცნება" პროვოკატორს ემსგავსება - ეს განცხადება, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მმართველი გუნდიდან გარიცხულმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. 

ჭიჭინაძე პროკურატურის მიერ, 20-21 ივნისის ღამესთან დაკავშირებით, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით საქმის აღძვრას გამოეხმაურა. 

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ამბობს, რომ გადატრიალების ბრალდება დასაცინია.

„ესეთი სცენარების დაწერა არ მგონია "ქართულ ოცნებას" სიკეთეს მოუტანს, ყველაფრის პაროდირება არ შეიძლება. ამბოხი არ შეიძლება გახადო დასაცინი საქმე. ამბოხის ხალხს უნდა სჯეროდეს და როცა ასეთ ვერსიებს ავრცელებს ვფიქრობ დასაცინს გახდი.  ღმერთმა დაიფაროს და ამ ქვეყანაში ვიღაცამ მართლა რომ გადაწყვიტოს ეგეთი რამ, არავინ აღარავის არაფერს დაუჯერებს.

"მახსოვს ყოველი არჩევნების წინ განცხადებები, რომ ქვეყანაში რევოლუციაა, გადატრიალებაა, ეს მზადდებოდა, ამას ხელს უწყობდა სააკაშვილის განცხადებები, მაგრამ მე მაშინ უმრავლესობის წევრი ვიყავი, ბევრი კითხვები არსებობდა და  არასოდეს პასუხები არ იყო ვინ გეგმავდა და რას გეგმავდა, ვფიქრობ ჯობს გამოვიდეს "ქართული ოცნება" ამ ილუზიიდან, ნუ ემსგავსებიან პროვოკატორებს,“-ამბობს ჭიჭინაძე.

ამავე თემაზე