2019-07-05 17:11:19
აგურები საბურავების ნაცვლად - თბილისში ავტომობილი გაქურდეს

 თბილისში, ვეშაპურის ქუჩაზე გაჩერებულ ავტომობილს ოთხივე საბურავი მოხსნეს. შემთხვევა ღამით მოხდა. მეპატრონის განცხადებით, ავტომობილს ქურდებმა საბურავის ნაცვლად აგურები დაუწყვეს.

„საღამოს დავბრუნდი სამსახურიდან. დაახლოებით პირველის ნახევრისთვის დავაყენე ფანჯარასთან სახლის და დილით დაახლოებით 8 ის ნახევარი იყო, რომ ასეთ მდგომარეობაში, აგურებზე შეყენებული დახვდა, საბურავებ მოხსნილი. ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო,“- განაცხადა დაზარალებულმა.

მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. 

ამავე თემაზე