2019-07-04 12:18:39
"როცა ასეთი მოწოდებებია, რუსი ტურისტების მიმართ საფრთხე ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს" - კარასინი

როცა ასეთი მოწოდებებია, რუსი ტურისტების მიმართ საფრთხე ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს - ეს განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. 

კარასინის განცხადებით სახელმწიფომ, უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ რუსი ტურისტები არ დაშავდნენ. 

"სიტყვა "სანქციები" სრულიად არასწორია - ესაა სათანადო რეაგირება იმ საფრთხეებზე, რომლებიც ჩვენი ტურისტებისთვის შესაძლოა, არსებულიყო. კარგია, რომ ეს ჯერ მსგავსი არ არის, მაგრამ ის ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, როდესაც ასეთი მოწოდებებია. ძალიან ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება ისმის, ამ ატმოსფეროში სახელმწიფომ ინიციატივა უნდა გამოიჩინოს და ყველაფერი გააკეთოს, რომ არ დაშავდეს ხალხი, ჩვენი მოქალაქეები", - დასძინა კარასინმა.

ამავე თემაზე