2019-07-03 20:12:16
"სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა ბომბის აფეთქების ეფექტი გამოიწვია"- კარასინი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა ბომბის აფეთქების ეფექტი გამოიწვია, სახელმწიფოს მეთაური სიფრთხილით უნდა მიუდგეს და შეარჩიოს გამონათქვამები. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც ბომბის აფეთქების ეფექტი გამოიწვია, დემონსტრანტების წამოძახილები - ეს ყველაფერი ტელევიზიით აჩვენეს, ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ერთ-ერთი ვარ იმ ადამიანთაგან, რომლებზეც ამ აფეთქებამ იმოქმედა. მეზობელი ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს მეთაური თავს არ უნდა აძლევდეს ასეთი გამოთქმების უფლებას. ამას სიფრთხილით უნდა მიუდგეს და შეარჩიოს გამონათქვამები“, - განაცხადა კარასინმა.

ამავე თემაზე