2019-07-03 18:14:09
პარლამენტი გახმოვანების სისტემის მოსაწესრიგებლად ტენდერს აცხადებს

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გახმოვანების სისტემა გამოსწორდება. სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განაცხადის მიხედვით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისმა სამსახურმა 53 000-ლარიანი ტენდერი ტელე და რადიო სიგნალის მიმღები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღმწერი აპარატურის შესაძენად გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება დღეს სრულდება. 

ამავე თემაზე