2019-06-26 16:30:09
ქალი ხარ და არაფერს გეუბნები - ყაველაშვილი ბოკუჩავას

"ქალი ხარ და არაფერს გეუბნები", - ასე მიმართა ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თინა ბოკუჩავას.

საპროცედურო და იურიდიული საკითხთა კომიტეტებმა დღეს დეპუტატ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურის მიმართვა განიხილა. სხდომა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა და დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად არაერთხელ დაუპირისპირდნენ. კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე მიხეილ ყაველაშვილი ოპონენტს ოთო კახიძეს გამოეპასუხა, რასაც შემდგომში თინა ბოკუჩავასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.   

ამავე თემაზე