2019-06-26 14:34:51
"გავრილოვიც სტუმრად იყო, თუმცა არა უსაფრთხოდ"- ლავროვი საქართველოში დასვენების უსაფრთხოებაზე

გავრილოვი და მისი დელეგაციის წევრები სტუმრები იყვნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თუმცა უსაფრთხოდ არ ყოფილან - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩასული სტუმრები უსაფრთხოდ არიან.

"ჩვენ ვისმენთ, თუ როგორ ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომ ყველა სტუმარი საქართველოში უსაფრთხოდ არის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი გავრილოვი და მისი დელეგაციის წევრები სტუმრები იყვნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თუმცა უსაფრთხოდ არ ყოფილან", - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე რუსებისადმი ქართველების დამოკიდებულებას გამოეხმაურა და ამის მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მოიყვანა.

"რაც შეეხება იმას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ საქართველოში რუსების მიმართ, ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია", – დასძინა ლავროვმა.

 

 

ყარო:BMG

ამავე თემაზე