2019-06-26 12:33:37
"რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენს ამერიკელ კოლეგებს არ სურთ"- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკელები აკეთებენ ყველაფერს, რათა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდეს.

„ვშიშობთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი ამერიკელი კოლეგები ცდილობენ, გააკეთონ ყველაფერი, რათა არ დაუშვან რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება. ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველოს პარლამენტში მოწყობილ პროვოკაციამდერამდენიმე დღით ადრე, თბილისს სტუმრობდა ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი კარპენტერი. ის აქტიურად მუშაობდა არა მხოლოდ კულუარებში, არამედ საჯაროდაც გამოვიდა მოწოდებით, რომ რუსეთთან ურთიერთობების განვითარება არ შეიძლება. ეს ასპექტი არ უნდა დავივიწყოთ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამავე თემაზე