2019-06-20 18:19:08
საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია მიმდინარეობს

საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია მიმდინარეობს. აქციას ,,ევროპული საქართველო" და  პარტია ,,გამარჯვებული საქართველო" შეუერთდა. 

სტუდენტები, ილია უნივერსიტეტთან იკრიბებიან და პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას გეგმავენ, სადაც 7 საათზე ღირსების აქციაა დაანონსებული.

მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსი დეპუტატი საქართველოში ჩამოვიდა და მან პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა, აქციაზე მისვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

 

 


 

ამავე თემაზე