2019-06-20 15:14:57
პარლამენტის სასესიო დარბაზი ბლოკირებულია - ოპოზიცია სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პარლამენტში შევიდა

პარლამენტის სასესიო დარბაზი ბლოკირებულია.  ოპოზიცია სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პარლამენტში დემარშით შევიდა. ისინი ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ სხდომათა დარბაზს არ დატოვებენ, ვიდრე კობახიძე თანამდებონიდან არ წავა.

სხდომათა დარბაზში იმყოფება ნიკა მელია, სხვა დეპუტატებს კი პარლამენტის შესასვლელიდან სასესიო დარბაზისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. საკანონმდებლო ორგანოს შენობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს ალყაში აქვთ მოქცეული.    

ამავე თემაზე