2019-06-20 14:54:55
სხდომა წაიყვანა არა ბერძენმა გენერალურმა მდივანმა, არამედ რუსმა დეპუტატმა, შეიძლება შეცდომა აქ იყო დაშვებული - ქუცნაშვილი

სხდომა წაიყვანა არა ბერძენმა გენერალურმა მდივანმა, არამედ რუსმა დეპუტატმა, შეიძლება შეცდომა აქ იყო დაშვებული - აცხადებს უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშვირებით. 

ქუცნაშვილი ამბობს, რომ მისი აზრით, საქართველომ ყველანაირი ასამბლეა და ფორუმი ეროვნული ინტერესების დასაცავად უნდა გამოიყენოს.  

"თუ საჭიროა ვიქნები, მე. დარწმუნებული ვარ საერთაშორისო ასამბლეები უნდა გამოვიყენოთ ეროვნული ინტერესების დაცვისთვის. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია, რომ ჩვენ სხვა ინსტრუმენტები, გარდა საერთაშორისო დიპლომატიისა არ გვაქვს. რაც შეეხება ფორმას, ანუ ასამბლეის გამართვის ადგილს და ის, რომ სხდომა წაიყვანა არა ბერძენმა გენერალურმა მდივანმა, არამედ რუსმა დეპუტატმა, შეიძლება შეცდომა აქ იყო დაშვებული," - განაცხადა ქუცნაშვილმა. 

ამავე თემაზე