2019-06-20 13:54:16
ხმაური და ფიზიკური დაპირისპრება პარლამენტში - სამოქალაქო აქტივისტებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სცადეს (ვიდეო)

დაპირისპირება პარლამენტის ფოიეში - ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას წევრები სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის ფოიეში შეიჭრნენს. ისინი იქ მავთულხლართებით მივიდნენ. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ დარბაზში შესულიყვნენ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. 

დავით ქაცარავას და სხვა აქტივისტებს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები შენობაში არ შეუშვეს. აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. 

დაპირისპირება  ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

 

ამავე თემაზე