2019-06-18 19:02:34
ანგელა მერკელი ვლადიმირ ზელენსკის დახვედრისას შეუძლოდ გახდა [ვიდეო]

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის დახვედრისას შეუძლოდ გახდა. შემთხვევა სახელმწიფო ჰიმნების შესრულებისას მოხდა.

მერკელის განცხადებით, ის გაუწყლოებისგან გახდა შეუძლოდ, თუმცა მომხდარის შემდეგ, რამდენიმე ჭიქა წყალი მიიღო და ახლა თავს კარგად გრძნობს.

კანცლერის მხარდასაჭერად კომენტარი გააკეთა ვლადიმირ ზელენსკიმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ანგელა მერკელის გვერდით იდგა და კანცლერი უსაფრთხოდ იყო.

ამავე თემაზე