2019-06-18 11:36:31
ყანდაურაში მომხდარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული შეცდომით ჰყავთ დაკავებული - ადვოკატი

გამოძიება დასრულებული არ არის, თუმცა, მალე დასრულდება და გამოიკვეთება, რომ დაკავებულის მიმართ ბრალი შეცდომით არის წაყენებული - ამის შესახებ ყანდაურაში ხუთი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძის ადვოკატი გილერ ენდელაძე აცხადებს. მისი თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს სასტიკი მკვლელობა არ ჩაუდენია.

„გამოძიება დასრულებული არ არის, თუმცა, მალე დასრულდება და გამოიკვეთება, რომ დაკავებულის მიმართ ბრალი შეცდომით არის წაყენებული. სიმართლე მალე გაირკვევა. ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გამოძიება სწორ გზაზე დადგება და მალე დაკავებულებს გამოუშვებენ. ომარ გამყრელიძე დამნაშავე არ არის, ეს არ დასტურდება და ვერც დადასტურდება, ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა. ომარ გამყრელიძეს ეს საშინელი მკვლელობა არ ჩაუდენია, ეს საქმის მასალებიდანაც ჩანს“, - განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი ნათესავი მოკლა. 76 წლის მეუღლეს კი თავის არეში ესროლა. დაშავებული ქალი თვეზე მეტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და ერთი კვირის წინ გარდაიცვალა.

ცნობისთვიი, ბრალდებულის ერთ-ერთ შვილს, ნოდარ გამყრელიძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. შვილიშვილი კი მომხდარიდან რამდენიმე დღეში, იარაღის უკანონო შეძენა- შენახვის ბრალდებით დააკავეს.   

ამავე თემაზე