2019-06-17 17:15:01
ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობაში ბრალდებულის დნმ, დანაშაულის იარაღზე არ აღმოჩნდა

ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობაში ბრალდებულის დნმ, დანაშაულის იარაღზე არ აღმოჩნდა. ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ იარაღზე, რომლითაც ოთხი ადამიანი ადგილზე მოკლეს, მეხუთე კი მიყენებული ჭრილობებით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, სხვა პირის დნმ-ია

შეგახსნებთ, რომ სოფელ ყანდაურაში  მკვლელობის ბრალდებით, 85 წლის ომარ გამყრელიძე 3 მაისს  დააკავეს. მას ბრალი შვილის, რძლისა და ორი მეზობლის მკვლელობაში წარუდგინეს. შემთხვევის დროს თავის არეში ასევე მძიმედ დაიჭრა ომარ გამყრელიძის მეუღლე, რომელიც ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ამ დრომდე იძებნება მისი შვილიც, რომელიც შესაძლოა საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილია. 

ამავე თემაზე