2019-06-14 17:20:14
ლარი გაუფასურდა - ახალი კურსი

ლარი გაუფასურდა - ეროვნულმა ბანკმა ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ერთი დოლარი 2.7468 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7389 ლარი იყო. 

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ერთი ევროს ღირებულება 3.0943 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0914 ლარს შეადგენდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ამავე თემაზე