2019-06-14 11:14:23
ცქიტიშვილი პრემიერად - ბახტაძე და სერგეენკო მიდიან - დიდი ცვლილებები მთავრობაში?

არაოფიციალური ინფორმაციით, უახლოეს მომავალში შესაძლოა, მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. 

როგორც "პირველი რადიოსთვის" გახდა ცნობილი, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ პოსტს დატოვებს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და მის ადგილის ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მართვის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაიკავებს. 

მამუკა ბახტაძის, თანამდებობიდან წასვლის და მისი მაია ცქიტიშვილით ან გიორგი გახარიათი ჩანაცვლების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თემა კი სახელისუფლებო კულუარებში არჩევნების მეორე დღესვე გახდა აქტუალური. 
წყაროს ცნობით, ცვლილებების შესახებ საუბარი შუალედური არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" ოფისში ბიძინა ივანიშვილთან გამართული დახურული შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ამავე წყაროს ცნობით, ბახტაძის ცქიტიშვილით ჩანაცვლების გარდა, საუბარი იყო, ჯანდაცვის დღემდე შეუცვლელი მინისტრის დავით სერგეენკოს პოსტიდან წასვლაზეც.

გავრცელებულ ინფორმაციას, საპარალამენტო უმრავლესობის წევრები ჯერ-ჯერობით არ ადასტურებენ - ივანიშვილთან გამართული შეხვედრაში მონაწილეთა ნაწილი, ამბობს რომ მათ ცვლილებების შესახებ არაფერი სმენიათ. 

ამავე თემაზე