2019-06-12 19:30:10
არასრულწლოვანს, რომელსაც ბრალად პოლიციის მანქანის გატაცება ედება პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვანს, რომელსაც ბრალად პოლიციის მანქანის გატაცება ედება პატიმრობა შეეფარდა. 

მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი - პოლიციის მანქანის ძარცვა და ძარცვის მცდელობა.

შსს-ში ამტკიცებენ, რომ არასრულწლოვანი დანაშაულის ჩადენის დროს ნასვამი იყო, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, არასრულწლოვანს ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა.

ამავე თემაზე