2019-06-12 16:24:10
მომღერალი ზურა ხაჩიძე, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

მომღერალი ზურა ხაჩიძე, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა. ხაჩიძის განცხადებით, მისი წარდგენა დღეს მოხდა, მოლაპარაკებები კი მხარის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ხაჩიძე ამბობს, რომ შეთავაზება თავად გუბერნატორისგან მიიღო და ის ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება.

მისი თქმით, ის გუბერნიაში კულტურის-სპორტის და ტურიზმის მიმართულებას უხელმძღვანელებს. მისი თქმით, უზრუნველყოფს, რომ მხარე როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველი გახდეს. 

 

ამავე თემაზე