2019-06-12 15:11:37
პომპეოს განცხადებაში კარგი და დამაიმედებელი განმარტებებია გაკეთებული - ვოლსკი

მაიკ პომპეოს განცხადებაში კარგი და დამაიმედებელი განმარტებებია გაკეთებული  - ამის შესახებ  პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს. 

ვოლსკის თქმით, სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი გზვნილებია, სადაც ბუნებრივია, პორტის მნიშვნელობაზეც კეთდება აქცენტი.

2020 წელს რასაკვირველია არჩევნები საერთაშორისო სტანდარტით უნდა ჩავატაროთ. ისევე როგორც არაერთი წინა არჩევნები ჩატარდა. თუმცა ის პატარა არასასურველი გადახვევები და არასასურველი შენიშვნები აღარ უნდა იყოს, მე ვამბობ შიგნით რაც გვქონდა, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. რაც შეეხება გზავნილებს, ასეთი გზავნილები ორაზროვნებას აღარ უნდა იწვევდეს. მაღალ დონეზეა შეფასებული როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა ზოგადად. ასევე მთლიანად სასამართლო რეფორმის თემა და საკონსტიტუციო რეფორმა. ძალიან კარგი და დამაიმედებელი განმარტებებია გაკეთებული ეკონომიკური ურთიერთობების მთელ რიგ მიმართულებაზე. დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოეწერა სწორედ ამ მუხტით არის გაჯერებული, იმის მიუხედავად, ოპოზიციამ რაც არ უნდა თქვას. ანაკლიის პორტი არის თემა, რომელსაც ორი აზრი და ალტერნატივა არ გააჩნია. ანაკლიის პორტი, რასაკვირველია, არის თემა, რომელსაც ორი აზრი და ალტერნატივა არ გააჩნია. პომპეოს განცხადებაში კარგი და დამაიმედებელი განმარტებებია გაკეთებული ეკონომიკური ურთიერთობის მთელ რიგ მიმართულებებზე", - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

 

ამავე თემაზე