2019-06-12 15:04:01
სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გასულ კვირას ჩატარდა, არ არის კანონიერი და ლეგიტიმური - ევროპის საბჭო

სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გასულ კვირას ჩატარდა, არ არის კანონიერი და ლეგიტიმური - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ტიტუს კორლატეანისა  და კლოდ კერნის განცხადებაშია აღნიშნული. 

განცხადების თანახმად,  „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საპარლამენტო არჩევნები არ არის ლეგიტიმური, რაც ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას. 

"ჩვენ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გასულ კვირას ჩატარდა, არ არის კანონიერი და ლეგიტიმური, რომელიც ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და ხალხის გაერთიანების ნაცვლად, მათ მხოლოდ აშორებს ერთმანეთისგან. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავგმოთ ეს“, - აღნიშნულია ტიტუს კორლატეანისა და კლოდ კერნის განცხადებაში.

თანამომხსენებლები 2019 წლის 1-ელ და 2 ივლისს საქართველოს ეწვევიან. 

ამავე თემაზე