2019-06-12 13:58:52
პარლამენტში და ჩვენს პოლიტიკაში, დამკვიდრებულია დაბალი პოლიტიკური კულტურა - დოლიძე

ბატონი რომელსაც 2017 წელს პირველად დავარქვი შარიკოვი, ანუ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხატვრული გმირის სახელი, სწორედ იქიდან გამომდინარე რომ გამოირჩევა არაეთიკური გამონათქვამებით - ამის შესახებ ანა დოლიძე აცხადებს. 

“პარლამენტში და ჩვენს პოლიტიკაში, დამკვიდრებულია დაბალი პოლიტიკური კულტურა. ამ ტიპის გადაძახილები და იარლიყების მიკერება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამ კულტურას ხელი შეუწყო და მას სათავეში უდგას, ის ადამიანი ვინც ძალიან ფარისევლურად აცხადებს, რომ ეთიკის საბჭოს სხდომა მოიწვია. ბატონი რომელსაც 2017 წელს პირველად დავარქვი შარიკოვი, ანუ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხატვრული გმირის სახელი, სწორედ იქიდან გამომდინარე რომ გამოირჩევა არაეთიკური გამონათქვამებით. გარდა ამისა პირდაპირი ტყუილებით რაც მას არა ერთხელ გამოუყენებია კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში. იგივეა ყვარყვარე თუთაბერს დაავალო, შექმნას მიუკერძოებლობის ან პოლიტიკური მედეგობის კომისია. თვითონ არის თავად ზე არაეთიკური ადამიანი, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე რომ იყოს სხვა იქნებოდა, მაგრამ პარლამენტის თავჯდომარეობის ტრიბუნიდან, მის თანაპარტიელებთან ერთად, ხელს უწყობს ამის დამკვიდრებას, დაწყებული ნაცობის სახელით, დამთავრებული ტყუილებით და შეურაცყოფებით,- განაცხადა ანა დოლიძემ.  

 

ამავე თემაზე