2019-06-12 13:02:43
ანაკლიის კონსორციუმს კვლავ აქვს მოსაძიებელი არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, არამედ საკუთარი კაპიტალი ანუ დაფინანსება - ცქიტიშვილი

ეს არის ვალდებულება, რომელშიც სახელმწიფო არანაირად არ არის ჩართული. შესაბამისად ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კონსორციუმი ამ მიმართულებითაც თავისი ვალდებულების შესრულებას შეძლებს  - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. 

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ეს არის ვალდებულება, რომელშიც სახელმწიფო არ მონაწილეობს და რომელზეც კონსორციუმს აქვს სამუშაო.

„ეს არის ვალდებულება, რომელშიც სახელმწიფო არანაირად არ არის ჩართული. შესაბამისად ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კონსორციუმი ამ მიმართულებითაც თავისი ვალდებულების შესრულებას შეძლებს და ჩვენ პრაქტიკულად ყველა ის სურვილი და მოთხოვნა, რომელიც ბანკებს ჰქონდათ, პრაქტიკულად ყველაფერზე დავთანხმდით. შეხვედრის შემდეგ, მთელი ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობს პროცესი, რომელიც უშუალოდ იურისტების ჩართულობით ხდება. დოკუმენტების გაცვლა ფორმულირებაზე შეჯერება და ა.შ. ასე, რომ იმედი გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრა კვლავ გაიმართება იმისათვის, რომ ჩვენ ამ შემთვევაში ფორმულირებებზე შევჯერდეთ“ - განმარტა ცქიტიშვილმა. 

ინფორმაციისთვის, მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვისთვის დრო 6 თვით გაუხანგრძლივა, რომელიც "ანაკლიის პორტის"ინვესტორს 15 ივნისს ამოეწურა.   

ამავე თემაზე