2019-06-12 12:45:51
2020 წელს, როდესაც უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ასეთი სახიფათო მანევრები არ მიიღება, არ გასაღდება - ბესელია

2020 წელს, როდესაც უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ასეთი სახიფათო მანევრები არ მიიღება, არ გასაღდება, არ იქნება თვალის დახუჭვა - ასე ეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი  დეპუტატი, ეკა ბესელია მაიკ პომპეოს გზავნილებს.   ბესელიას თქმით, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის პრემიერს საჯაროდ ელაპარაკება პრობლემების შესახებ, ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩვენებზე ხელისუფლება გაყალბების მეთოდებს ვეღარ გამოიყენებს.

"მე მგონია, რომ ვისაც ესმის ეს ენა და ვისაც ელემენტარული წარმოდგენა აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგსა და დიპლომატიაზე, უნდა ესმოდეს კარგად, რომ ის, რასაც ელაპარაკებიან პირისპირ ან დახურულ სივრცეში და როდესაც ეს გადმოდის ღია ფორმატში, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ქვეყნის პრემიერმინისტრს პირდაპირ ელაპარაკებიან ამ გზავნილით, ეს ნიშნავს, რომ 2020 წელს, როდესაც უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ასეთი სახიფათო მანევრები არ მიიღება, არ გასაღდება, არ იქნება თვალის დახუჭვა. ამაზე ველაპარაკებოდით და ვერ გავაგებინეთ ეს ვერაფრით „ქართულ ოცნებას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ამავე თემაზე