2019-06-12 10:48:49
მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილება - მთავრობის კონტრაქტორ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქმიანობა აეკრძალა 

მსოფლიო ბანკმა მთავრობის კონტრაქტორ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქმიანობა აუკრძალა. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციას (CRCC) და მის შვილობილ კომპანიებს, მათ შორის ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქმიანობა 9 თვით აეკრძალათ. 

მიზეზი კი კომპანიის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ტენდერში მცდარი ინფორმაცია წარდგენა გახდა, რითიც მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები დაარღვია. მსოფლიო ბანკის განმარტებით, კომპანიის მიერ ჩადენილი ქმედება თაღლითობად იქნა კვალიფიცირებული. 

“ტენდერში განაცხადების წარდგენის პროცესში, ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის სამმა შვილობილმა, მოამზადა და სატენდეროდ წარადგინა ინფორმაცია, რომელიც არასწორად ასახავდა დასაქმებულების, ტექნიკისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაციას. მსოფლიო ბანკის ადმინისტრაციული სანქციების სისტემის მიხედვით, აღნიშნული ქმედებები თაღლითურ პრაქტიკად არის მიჩნეული,” - წერია მსოფლიო ბანკის განცხადებაში. 

სანქცია CRCC-ს, CR23-სა და CRCC International-ის, 730 აფილირებულ კომპანიაზე გავრცელდება. 

ამავე თემაზე