2019-06-12 10:20:01
აშშ საქართველოგან სასამართლოს დამოუკიდებლობას, დემოკრატიულ არჩევნებს, ანაკლიის პორტის მშენებლობას და სახელმწიფო ინსტიტუტების კანონთან შესაბამის მუშაობას ითხოვს - პომპეოს მწვავე განცხადება

მოვუწოდე საქართველოს, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა - ეს განცხადება, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გააკეთა. 

პომპეომ თქვა, რომ მან საქართველოს პრემიერს სამთავრობო უწყებების კანონთან შესაბამისობაში მოქმედება, ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულება, სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. 

"დღევანდელი საუბრისას მოვუწოდე საქართველოს, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა, რისი ძალისხმევაც მიმდინარეობს. უზრუნველყოს, რომ მისი დემოკრატია მოიცავდეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. დღეს გვქონდა შანსი, გვესაუბრა საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობაზე იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამთავრობო უწყებების მოქმედებები კანონთან შესაბამისობაში. იმედი გვაქვს, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს და ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და აღკვეთს იმას, რომ საქართველო რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკების გავლენის ქვეშ მოექცეს. 

„საქართველოს ძალისხმევა მაძლევს დიდ რწმენას, ვილაპარაკო პრეზიდენტ ტრამპის და ამერიკის მთავრობის სახელით, როდესაც ვამბობს, რომ თქვენ გექნებათ ამერიკის მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების გზაზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველომ უკვე გაზარდა 2%-ით თავდაცვის ხარჯები, საქართველო იბრძვის საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად რუსული აგრესიის და მის მიერ ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე. მნიშვნელოვანია, ყველამ აღიაროს, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო ღრმაა, ვიდრე  უსაფრთხოების საკითხები.

"დღევანდელი საუბრისას მოვუწოდე საქართველოს, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა, რისი ძალისხმევაც მიმდინარეობს. უზრუნველყოს, რომ მისი დემოკრატია მოიცავდეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. დღეს გვქონდა შანსი, გვესაუბრა საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობაზე იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამთავრობო უწყებების მოქმედებები კანონთან შესაბამისობაში. იმედი გვაქვს, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს და ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და აღკვეთს იმას, რომ საქართველო რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკების გავლენის ქვეშ მოექცეს,“- განაცხადა პომპეომ.

ამავე თემაზე